Thursday, July 8, 2010

პროექტი

მთავარი იდეა „წმინდა ნინოს მისია“ „ვინ იყო წმინდა ნინო და როლი მიუძღვის მას საქართველოს გაქრისტიანებაში?“
მნიშვნელობა/აქტუალობა რელიგიის,კულტურულ–ისტორიული მემკვიდრეობის ღირებულებების მნიშვნელობა;აანალიზებენ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობას;აანალიზებენ წმინდანის როლს საქართველოს გაქრისტიანებაში;
მიზნები და შედეგები შეისწავლიან წმინდა ნინოს როლს საქართველოს გაქრისტიანებაში.ისტ.

IX.5.მოსწავლე იკვლევს საქართველოში არსებულ რელიგიებს.
• ადგენს საქართველოში გავრცელებული ღვთაებების სიას და უთითებს მათ ფუნქციებს;
• მოიძიებს მათ ანალოგებს ძველ აღმოსავლურ და ბერძნულ პანთეონებში. .აანალიზებს,თუ რა ცვლილებები განიცადა საქართველოში წარმართობამ ქართლის სახელმწიფოს წარმოშობის შემდეგ.
• ადგენს საქართველოში სხვადასხვა ეპოქაში არსებულ რელიგიურ კონფესიების სიას და მსჯელობს მათი ურთიერთობის შესახებ. ისტ.IX.6.მოსწავლე იკვლევს ქართულ კულტურას უძველესი დროიდან დღემდე.
• კონტურულ რუკაზე აღნიშნავს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საგანმანათლებლო კერებს და აფეთებს იმ დისციპლინების ჩამონათვალს,რომლებსაც იქ ასწავლიდნენ.
• ფუნქციების მიხედვით აჯგუფებს და კონტურულ რუკაზე აღნიშნავს მისთვის ნაცნობ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს
შეფასების საგანი და პროცედურები შევუფასებ კველვას და პრეზენტაციას
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ უნდა იცოდეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სტრუქტურა სხვადასხვა ეპოქაში და შეეძლოს დაახასიათოს საეკლესიო თანამდებობი; ანსხვავებდეს რელიგიურ და კულტურულ სფეროში არსებულ საქმიანობებს; უნდა იცოდეს საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების ხელისშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორები; წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ისტორიულ ძეგლებზე და ქართულ და უცხოურ კულტურათა შორის განსხვავებებზე
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი საზელმძღვანელო: საქართველოს ისტორია, ისტორიული წყარო „მოქცევაი ქართლისაი“, „ქართლის ცხოვრება’, რუკა, რვეული, კალამი, დაფა ცარცი, კომპიუტერი, ინტერნეტის საძიებო ვებგვერდები:
google.com
Wikipedia.org
სასწავლო პროექტის მსვლელობა ხდება თემის შერჩევა და სამუშაო ჯგუფების შექმნა (1 გაკვეთილი);
ჯგუფები ინაწილებენ საქმიანობებს და იწყებენ კვლევის გეგმაზე მუშაობას (2 გაკვეთილი);
ინაწილებენ დავალებებს (1 გაკვეთილი);
იწყებენ ინფორმაციის მოძიებას (3 დღე);
იგეგმება ექსკურსია (1 გაკვეთილი);
წმინდა ნინოს საფლავის მოსანახლებლად მივდივართ ექსკურსიაზე ბოდბეში(1 დღე).
შემდეგ ხდება ინფორმაციის შეჯერება–გაანალიზება (1 გაკვეთილი);
იწყება პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგამის „პოვერპოინტ“–ის მეშვეობით (3 დღე).
ბოლოს მოსწავლეები წარმოადგენენ მათ მიერ დამზადებულ პრეზენტაციას და ხდება ამ პრეზენტაციის შეფასება (1გაკვეთილი).


1-4 5-7 8-10
კველვა კველვა არაეფექტურად არის დაგეგმილი, გამოყენებული წყარო არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია კველვა დაგეგმილია, მაგრამ შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული; ანალიზი მისაღბია. კვლევა სწორად არის დაგეგმილი; გამოყენებულია არაერთი წყარო, ანალიზი სიღრმისეულია.
პრეზენტაცია ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა; არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები ბუნდოვნად ჩამოყალიბებულია როექტის არსი, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას ნათლივ ჩამოყალიბებულია პროექტის არსი, მკაფიოდ მეტყველებს, ძირითად იდეები გაშლილია, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხოს ყველა კითხვას